ინტერვიუ Remote კლიენტთან
ამ მოკლე პოსტის მიზანი ის არის რომ ყველანაირი ტექნიკური დაბრკოლება გადავლახოთ, რაც შეიძლება კლიენტთან ონლაინ meeting-ის დროს შეგვექმნას
ყველაზე გავრცელებული პრობლემები, რომელთა გადაჭრაც ადვილად შეგვიძლია:
- დროში აცდენა
- კარგი Video Call პროგრამა კომუნიკაციისთვის
- Meeting-ის გადავიწყება
დროში აცდენა
პირველ რიგში როცა კლიენტთან ონლაინ interview-ს ვთანხმდებით, აუცილებელია დროის შეთანხმება, რაც time zone-ების განსხვავების გამო საკმაოდ რთულია
მე worldTimeBuddy — ს ვიყენებ რომ ეს დროები უცებ გადავიყვანო ხოლმე (დააბუქმარქეთ სწრაფი წვდომისთვის)

შემდეგ კლიენტს ვათავაზობ ჩემთვის და მისთვის მისაღები დროის რეინჯებს, და საშუალებას ვაძლევ თვითონ ამოირჩიოს ამ რეინჯიდან

კარგი Video Call პროგრამა
ჩემს შემთხვევაში კლიენტების 80 % -ის არჩევანია Zoom, დაახლოებით 10 % იყენებს slack-ს, 5 % skype-ს, დანარჩენი სხვა ალტერნატივებს.
პირადად ამათგან Zoom საუკეთესო ვარიანტი მგონია . ამიტომ ახალ კლიენტებთან ყოველთვის Zoom-ს ვიყენებ ხოლმე.
კარგი იქნება თუ დარეგისტრირდებით კიდეც zoom.us საიტზე, რის შემდეგაც საშუალება გექნებათ თვითონ იყოთ ინტერვიუს ჰოსტი zoom-ის ლინკის გაზიარებით

ორი ყველაზე კარგი Feature რაც მომწონს არის
- ეკრანის გაზიარება

2. გაზიარებულ ეკრანზე, მონაკვეთის, მაგალითად კოდის Highlight-ი
(ძალიან აადვილებს კომუნიკაციას, აღარ იქნება საჭირო Go to the left, top, no, no, bottom, left e.t.c )

Meeting-ის გადავიწყება
რამდენჯერმე მქონია შემთხვევა როცა მე ან კლიენტს დაავიწყდა რომ interview გვქონდა, ან კიდევ დრო გვქონდა არასწორად კონვერტირებული და ავცდით ერთმანეთს.
ეს რომ ავიცილოთ თავიდან, კარგი იქნება თუ google-ს კალენდარს გამოვიყენებთ.
შევქმნით Event-ს, მივუთითებთ დროს, მოვიწვევთ კლიენტს, description-ში მივუთითებთ zoom-ის ლინკს და მორჩა.
გუგლი თავად ზრუნავს timezone-ს განსხვავებებზე, ჩვენთვის შეხსენებაზე და ა.შ.

არსებობს გუგლის კალენდრის ვიჯეტი , რომელიც ტელეფონზეც შეგვიძლია დავაყენოთ და მობილურიდანაც გვქონდეს access-ის ამ ინფორმაციაზე , მოსახერხებელია საკმაოდ, მობილურზეც მოგვდით notification-ები და აქვე ვნახულობთ კიდეც უახლოეს დაგეგმილ ივენთებს

მადლობა წაკითხვისთვის