Upwork — რჩევები პირადი გამოცდილებიდან — ნაწილი მეორე

წინა სტატიაში ვეცადე რჩევები მიმეცა დამწყებთათვის

ამ სტატიაში კი ვეცდები უფრო გამოცდილ ხალხზე გავაკეთო აქცენტი

ამ თემებს მიმოვიხილავ :

  1. საძიებო სისტემაში დაწინაურება
  2. ღირს თუ არა კლიენტისგან პროექტის აღება
  3. fixed price თუ hourly price?
  4. (ვიდეო) ინტერვიუ
  5. Job-ის მიმდინარეობა
  6. rating & reviews
  7. rate-ს გაზრდა
  8. კონკრეტულად რა შემოსავლის მიღება შეგვიძლია upwork-დან ?

საძიებო სისტემაში დაწინაურება

როგორც წესი დამკვეთები, რომლებიც თვითონ გამოდიან ჩვენზე და invite-ებს გვიკეთებენ, უფრო უკეთესები არიან, ვიდრე ისინი ვინც job-ს პოსტავენ და proposal-ებს ელოდებიან ჩვენგან. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თავი აღმოჩენადი გავხადოთ მათთვის

ამისთვის,უნდა ვიცოდეთ upwork-ი როგორ ახდენს ინდექსაციას კლიენტების მიერ ფრილანსერების ძებნისას

upwork-ი ძიებისას ითვალისწინებს ტექსტებს

შესაბამისად
* Title-ში უნდა გვეწეროს კონკრეტული და არა ზოგადი.
web developer-ის ნაცვლად ჩამოვწეროთ კონკრეტული ტექნოლოგიები, რაშიც კარგნი ვართ

Vue.js / d3.js / Node.js / Wordpress / Jquery

(სხვანაირი გამყოფის გამოყენებაც შეიძლება , მაგალითად Vue.js,d3.js ან Vue.js | d3.js)

* Summary-ში უნდა ვეცადოთ ასევე ფრთხილად ჩავდოთ ისეთი ქივორდები, რომლითაც შეიძლება დამკვეთი გვეძებდეს, თუმცა არ უნდა გავადუბლიროთ არც ერთი, ინდექსაციაზე ცუდად მოქმედებს

მაგალითს ჩემი პროფილიდან ავიღებ, სადაც ძირითადად d3.js ტექნოლოგიებზე ვარ ფოკუსირებული

Image for post
Image for post

D3.js , D3 — ქივორდებია, რომლითაც ცდილობენ კლიენტები ფრილანსერების მოძებნას Upwork-ზე

D3js —ქივორდია, როცა ვინმე გუგლში ჩაწერს D3.js-ს, upwork-ზე ამ ქივორდით მისამართდება

შედეგის ნახვა თავად შეგიძლიათ

d3.js — https://www.upwork.com/o/profiles/browse/?q=d3.js

d3js —https://www.upwork.com/o/profiles/browse/?q=d3js

d3 —https://www.upwork.com/o/profiles/browse/?q=d3

როგორია კლიენტი?

ღირს მისგან პროექტის აღება?

აქ უბრალოდ ჩამოვწერ პრიორიტეტების მიხედვით მახასიათებლებს

კარგია :

ცუდია:

Fixed price თუ Hourly price?

Fixed price-ის უპირატესობები:

Hourly Price-ს უპირატესობები

(ვიდეო) ინტერვიუ

როგორც წესი, კლიენტების გარკვეულ ნაწილს უნდა ვიდეოზარის საშუალებით მეტი დეტალი აგიხსნათ პროექტის შესახებ

ინტერვიუს მიმდინარეობისას:

ტექნიკური დეტალებისთვის გადახედეთ ამ სტატიას

Job-ის მიმდინარეობა

როგორც წესი კლიენტს ყველაზე მეტად აინტერესებს პროექტის პროგრესი

ამისთვის: ორ-სამ დღეში ერთხელ (ან მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევების პერიოდში) გაუგზავნეთ მოკლე აღწერა

საქმის დასრულების შემდეგ, ისევ გაუგზავნეთ ლინკი, source, სქრინშოთები და უთხარით:

Ratings & Reviews

Job-ის დასრულებისას სასურველია თუ კლიენტს დაახურინებთ (პირადად არ დახუროთ !)

თუ კლიენტი ამის სურვილს არ ამჟღავნებს, გამოიჩინეთ ინიციატივა თქვენ და დელიკატურად უთხარით რომ თუ მეტი ტასკები აღარ აქვთ თქვენთვის, კონტრაქტი დახუროს, და თქვენ კარგი Review-ს დაწერას აპირებთ მისთვის და იმედი გაქვთ მომავალშიც ითანამშრომლებთ (და ასეც მოიქეცით, კარგი Review დაუწერეთ)

Job-ი თქვენით არ დახუროთ, რადგან ცუდად მოქმედებს Job Success Score-ზე (განსაკუთრებით თუ ერთზე მეტს დახურავთ თქვენით)!!!

Rate-ს გაზრდა

როგორც წინა სტატიაში დავწერე, სასურველია თუ თქვენი Rate 20-25 $/h-დან დაიწყება

პირადად, ჩემი Rate-ს გაზრდაზე შემდეგმა ფაქტორებმა იქონია გავლენა

სასურველია თუ Rate-ს ნაბიჯ-ნაბიჯ გავზრდით 5$/h-ით, მას შემდეგ რაც მიმდინარე Rate-ით 2–3 Job-ს მაინც დავამთავრებთ

კონკრეტულად რა შემოსავლის მიღება შეგვიძლია upwork-დან ?

თუ ჩავთვლით რომ კვირაში საშუალოდ 25 საათს ვიმუშავებთ Full Time-ზე ,10-საათს Part Time-ზე, და ჩვენი Rate 20$/h . იქნება (მგონია რომ ეს მახასიათებელია საშუალო)

Gross

Full Time — 20*25*4 = 2000 $ — (20 $/h, კვირაში 25 სთ, თვეში 4 კვირა)

Part Time — 20*10*4= 800 $— (20 $/h, კვირაში 10 სთ, თვეში 4 კვირა)

გადასახადები

12 % — რომ ვიანგარიშოთ Upwork-ის გადასახადები (საშუალოდ)
25 $ — Upwork-ის და ფეიფალის საკომისიოები თვეში
1 % — ინდმეწარმედ დადგომის შემთხვევაში გადასახადი საქართველოში

საბოლოოდ მივიღებთ

Net

Full Time — (2000–2000*0.12–25)* (1–0.01)= 1717 $

Part Time — (800–800*0.12–25)* (1–0.01)= 672 $

ლარებში თუ გადავიყვანთ — კურსი CCY

ზამთარში დოლარის საშუალო კურსი არის 2.7

ზაფხულში საშუალოდ კურსი არის 2.4

დასკვნა

ანუ საშუალო Full Time Developer-ს ხელზე 4100 — 4600 ლარის გამომუშავება შეუძლია, საშუალო მუშაობით Upwork-დან

ხოლო Part-Time-ს 1600–1800 Gel

თუმცა პირადი გამოცდილებით, Upwork-ი ძალიან ელასტიურია და ფრილანსერებს კარგი Job History-თ გაცილებით მეტი შემოსავალი აქვთ , ვიდრე ზემოთ გამოთვლილი

ხოლო ვისაც Job History არ აქვთ კარგი, უჭირთ ხოლმე კარგი კლიენტების პოვნა, შესაბამისად ზემოთ გამოთვლილზე ნაკლებს გამოიმუშავებენ

სულ ეს იყო

მადლობა წაკითხვისთვის

p.s. სურვილის შემთხვევაში შემოგვიერთდით

Remote Work — Georgian Community ჯგუფში

Written by

Data Visualization Engineer — https://davidb.dev

Get the Medium app

A button that says 'Download on the App Store', and if clicked it will lead you to the iOS App store
A button that says 'Get it on, Google Play', and if clicked it will lead you to the Google Play store