Upwork — პრაქტიკული რჩევები დამწყებთათვის — Updated for 2021

David B.
4 min readMar 1, 2018

ვეცდები მოკლე და პრაქტიკული მიმოხილვა გავაკეთო ამ თემის

არ მიმოვიხილავ იმ თემას, რამდენად კარგია დამატებითი შემოსავალი.

არც იმას თუ რამდენად კარგია არჩევანის შესაძლებლობა , რაზე , ვის, რამდენად, როდის , საიდან გინდა იმუშავო

პირდაპირ upwork-თან დაკავშირებულ თემებზე გადავალ:

  1. რეგისტრაცია
  2. საათობრივი გასამრჯელო
  3. პირველი კლიენტი
  4. job-ის მიმდინარეობა
  5. შეფასებები
  6. გადმორიცხვა

რეგისტრაცია

იმის გამო, რომ upwork-ს აწყდება ძალიან ბევრი ახალი მომხმარებელი, რომელსაც ხიბლავს დისტანციურად მუშაობის და დამატებითი (ან ძირითადი) შემოსავლის მიღების შანსი, upwork-ი ხშირად ზღუდავს ახალი მომხმარებლების რეგისტრაციას იმ კატეგორიებში, სადაც მომხმარებლების სიმრავლე შეიმჩნება

ამ შემთხვევაში ჩემი რჩევა იქნება რომ სხვა კატეგორიით დარეგისტრირდეთ თავიდან და არა web & mobile კატეგორიით(რომელიც გამოირჩევა სიმრავლით )

Update — აპვორქის ადმინისტრაციისგან ელოდეთ ვიდეო ზარს და შესაბამისი კატეგორიიდან კითხვებს

რეგისტრაცია საკმაოდ მარტივი და ინტუციურია
ეცადეთ, რომ თქვენი პროფილი სრულყოფილად იყოს შევსებული და რომ პოზიტიური და საქმიანი ფოტო გეყენოთ პროფილზე (მხოლოდ თქვენი ფოტო, )

გამომდინარე იქიდან თუ რამდენად სრულყოფილად გაქვთ შევსებული პროფილი და რამდენად ძლიერი პორტფოლიო გაქვთ, Submit-ის შემდეგ შეიძლება მოგენიჭოთ “Rising Talent” სტატუსი, რომელიც გაგიადვილებთ Job — ების აღებას

საათობრივი გასამრჯელო (hourly rate )

ახალდარეგისტრირებულ მომხმარებლებს ძირითადად დაბალი (< 15 usd / h) hourly rate აქვთ, რაც ჩემი აზრით შეცდომაა

ჯობს 20–30 $/ h-ის ფარგლებში დაიყენოთ ეს მაჩვენებელი, დიდი ალბათობით თქვენს პირველ კლიენტთან fixed კონტრაქტი გექნებათ და ჩემი აზრით ოპტიმალური rate სწორედ ამ ფარგლებშია.

თუ Fixed price Job-ზე სხვა ფრილანსერსაც და თქვენც ერთი და იგივე ბიუჯეტი გაქვთ მითითებული, მაგრამ Hourly rate თქვენი მეტია, დამკვეთი ავტომატურად იფიქრებს რომ თქვენი კვალიფიკაციაც უკეთესია და თქვენ აგარჩევთ.

პირველი კლიენტი

პირველი კლიენტის პოვნა ყველაზე რთულია, თუმცა მაინც შესაძლებელია ამ რჩევების გათვალისწინებით:

update:

0. — ბოლო დროს ისეთი proposal-ების გაანალიზების შესაძლებლობა მომეცა, რომლითაც პირველი Job აიღეს Upwork-ზე. სუბიექტური ანალიზის შედეგად, როგორც ჩანს, ყველაზე მთავარი არის ის რომ ძალიან მოკლე ხანში დასრულებას დაპირდეთ. (ვთქვათ უთხრათ რომ 1–2 საათში მზად იქნება)

ამ proposal-ების ნახვა აქ შეგიძლიათ

  1. როცა proposal-ს აგზავნით, ეცადეთ რომ მარტივი და პრაქტიკული იყოს

2. თუ ამის შესაძლებლობა არის proposal-ში მოიხსენიეთ დეტალურად, რა დრო შეიძლება დასჭირდეს კლიენტის საქმის გაკეთებას და სავარაუდოდ რა პერიოდში მოახერხებთ ამას

(მე პირადად დეტალურ ჩაშლას ვაკეთებ პროექტის და შემდეგ ამ ჩაშლების შეფასებას )

3. ძალიან ბევრს ნიშნავს პორტფოლიო, ეცადეთ, რომ კლიენტს მხოლოდ ერთ ლინკზე ერთი კლიკი დასჭირდეს თქვენს რელევანტურ ნამუშევრებამდე მოსაღწევად , კარგი იქნება თუ ნამუშევრების აგრეგირებას გააკეთებთ და ლამაზად შეფუთავთ , ისე რომ პირველადი შთაბეჭდილება მოახდინოს

4. თუ გასაკეთებელი საქმე საკმაოდ ადვილია, და შეიძლება 1–2 საათში გაცილებით წინ წაიგდოთ საქმე. მაშინ ჯობს დაიწყოთ ამ საქმის კეთება და შემდეგ proposal-ში მოიხსენიოთ რომ დაიწყეთ უკვე და ნახევარი საქმე გააკეთეთ და აჩვენოთ კიდეც
(ჩემი პირველი კლიენტი სწორედ ამ მეთოდით მოვიზიდე, თან პირველივე მცდელობაზე)

5. ხშირად proposal-ის გაგზავნასთან ერთად კითხვებზეც გიწევთ პასუხის გაცემა, ყოველთვის ყურადღებით დააკვირდით და ისე გაეცით, კონკრეტული და პრაქტიკული პასუხი

6. მოერიდეთ შაბლონური ტექსტების გამოყენებას, ფოკუსირება გააკეთეთ ხარისხიან proposal-ებზე და არა მათ რაოდენობაზე .

7. თუ პროდუქტის გაუმჯობესების იდეებიც გაქვთ, შეგიძლიათ ესეც მოიხსენიოთ proposal-ში

8. კარგი იქნება თუ upwork-ის ფასიან პაკეტს შეიძენთ, რომელიც 10$ ღირს თვეში, ეს საშუალებას მოგცემთ კონკურენტების price range-ები ნახოთ და ამის მიხედვით დადოთ ბიდი. გარდა ამისა შეგიძლიათ რომ custom username გქონდეთ , გარდა ამისა ე.წ. connect-ებიც დაგემატებათ რაღაც რაოდენობით

Job-ის მიმდინარეობა

მნიშვნელოვანია რომ დამკვეთს მოაწოდოთ ახალი ინფორმაციები პროექტის მიმდინარეობის შესახებ, სასურველია ყოველ დღე და სასურველია გარკვეული milestone-ებით და ამასთან ჰკითხოთ რაიმე შენიშვნა ხო არ აქვს (ოღონდ წუთში ერთხელ არაა საჭირო ეს ყველაფერი)

იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდა Video Call-ის ჩანიშვნა კარგი იქნება თუ ამ რჩევებსაც გაითვალისწინებთ

შეფასებები

ნამუშევრის ჩაბარების და კონტრაქტის დახურვის შემდეგ ხდება ერთმანეთის და ნამუშევრის შეფასება

საჭიროა რომ საქმის დაწყებიდან დამთავრებამდე თავაზიანი ურთიერთობა გქონდეთ დამკვეთთან

ჩემი რჩევა იქნება რომ თუ უსაშინლესი კლიენტი არ გამოდგა, ყოველთვის ყველაზე მაღალი შეფასება დაუწეროთ ხოლმე, და ამასთან სანამ კონტრაქტს დახურავთ , ამის შესახებ უთხრათ (რომ კარგი შეფასების დაწერას აპირებთ მისთვის)

რატომ არის საჭირო კარგი შეფასების დაწერა კლიენტისთვის ?
* უკვე გამოცდილი, პოტენციური დამკვეთები როცა ნახავენ თქვენს პროფილს , ეს დაქირავების დამატებითი სტიმული იქნება მათთვის (რადგან ისინიც უფრთხილდებიან საკუთარ რეიტინგს)

რატომ არის საჭირო დამკვეთისთვის ამის თქმა?
* ეს დამატებით სტიმულს აძლევს დამკვეთს რომ კარგი შეფასება დაგიწეროს

* საფუძველს უდებთ long-term relationship-ს

თანხის გადმორიცხვა

ყველაზე მარტივი გზაა ფეიფალის ანგარიშის შექმნა, სადაც აუცილებლად ყველა სავალდებულო ველის შევსება და უსაფრთხოების ყველა ჩეკის გავლაა საჭირო

ფეიფალის ამ ანგარიშის მიბმა შესაძლებელია upwork-ზე.

ფეიფალზე კი უნდა მივაბათ ვიზა ბარათი (მასტერქარდი არა), რომლის აღებაც ლოკალურ ბანკებში შეიძლება. ბანკში მისვლის გარეშეც შესაძლებელია ციფრული ვიზა ბარათის აღება და ფეიფალზე მიბმა. ვერიფიცირების მომენტში აუცილებელია ციფრულ ბარათზე თანხის არსებობა (20–30 ლარი)

რაც შეეხება დროს და გადმორიცხვა & საკომისიოს fee-ბს, ეს ავხსნათ მაგალითზე:

Update: გადმორიცხვისას ფეიფალი გვაიძულებს რომ თანხა არასამართლიანი კურსით ლარში გადავაკონვერტიროთ. ამ გზით 2500 დოლარზე 5 დოლარის ნაცვლად 100 დოლარს გვაჭრის. თავი რომ დავიცვათ ნახეთ ეს დალინკული პოსტი

ვთქვათ კვირის განმავლობაში დავლოგეთ 1000$-ის ექვივალენტი დრო(ჩვენი hourly rate-დან გამომდინარე)

თუ ჩავთვლით რომ კვირას არის 1- ლი მარტი.

  • 2 მარტი, ორშაბათი — 1000$ გადადის review-ის ფაზაში
  • 3 მარტი, სამშაბათი — კლიენტს ეჭრება შესაბამისი თანხა, თუმცა review-ის ფაზაში მაინც რჩება
  • 7 მარტი, შაბათი — upwork-ს მიაქვს საკომისიო 500$-ის 20% და დარჩენილის 10% და დარჩენილი თანხა , 850 $ გადადის pending status-ზე
  • 11 მარტი, ოთხშაბათი — თანხა გადადის available სტატუსზე ჩვენი upwork-ის პროფილში და უკვე შესაძლებელია ფეიფალზე გადარიცხვა
  • 11 მარტი, ოთხშაბათი — გადავრიცხეთ ფეიფალზე, საკომისიოა 1 $
  • 11 მარტი, ოთხშაბათი — ფეიფალზე თანხა ეგრევე ჯდება და შეგვიძლია ჩვენს ვიზა ბარათზე გადმოვრიცხოთ, საკომისიო არის 5 $ (1500$-მდე გადმორიცხვაზე)
  • 11 მარტი, ოთხშაბათი — დარჩენილი თანხა, 844 $ ჯდება ჩვენს ანგარიშზე , თუმცა ჩანს დაბლოკილ თანხებში (მაგრამ შეგვიძლია ATM-დან გამოტანა)
  • 14 მარტი,პარასკევი — 844 $ უკვე გადადის ხელმისაწვდომ სტატუსზე

იმ შემთხვევაში თუ გაქვთ Top rated სტატუსი , 11 მარტის ნაცვლად 6 მარტს, პარასკევს ხდება თანხა ხელმისაწვდომი.

ჯერჯერობით სულ ესაა, იმედი მაქვს upwork-ზე დამწყები ხალხისთვის საჭირო ინფორმაცია იქნება

მალე მეორე სტატიის დაწერასაც ვფიქრობ, რომელიც უფრო გამოცდილ ხალხზე იქნება ორიენტირებული

p.s. დისტანციურად მუშაობის მსურველები (ან უკვე მომუშავენი) შემოგვიერთდით ფეისბუქ ჯგუფში სადაც ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ

https://www.facebook.com/groups/remote.work.georgian.community/

--

--