Working Remotely — 1-year update

David B.
6 min readOct 22, 2019

დისტანციურად მუშაობის 1 წლის შეჯამება

დაახლოებით ერთი წლის წინ, 2018 წლის ოქტომბერში მივიღე გადაწყვეტილება რომ full time სამსახური დამეტოვებინა (საქართველოს ბანკში) და მთლიანად remote job-ებზე გადავსულიყავი.

სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი საკმაოდ ბევრი ვიფიქრე როგორც დადებით ისე უარყოფით მხარეებზე.

SWOT ანალიზიც გამოვიყენე :დ

Swot Analysis

სტატიაში , ძირითადად ამ ანალიზის თემებს ჩავშლი

STRENGTHS

5x more potential salary

მადლობა გაზრდილ დოლარის კურსს :/

შემოსავალი ძალიან არასტაბილურია და თვიდან თვემდე შეიძლება რომ ძალიან “იხტუნაოს” (მაგალითად ერთ თვეში რაღაც X თანხა გქონდეს შემოსავალი და მეორე თვეში, ამ თანხის მესამედი). მესამე თვეში შესაძლოა საერთოდ არ გქონდეს , თუმცა საშუალოდ მაინც საკმაოდ კარგი თანხა გამოდის საქართველოს ბაზრის კვალობაზე .

Flexible Timeline

რეალობაში, ეს flexible timeline ძირითადად კლიენტზეა დამოკიდებული, ზოგი კლიენტი ისეთია, რომ დღეში რამდენჯერმე ითხოვს update-ს და შენც იძულებული ხარ რომ მიეჯაჭვო.

ზოგი კი მხოლოდ დამთავრებისას კითხულობს პროგრესს და შენზეა დამოკიდებული როდის იმუშავებ

პირად მაგალითზე :

როგორც წესი ბევრი კონტრაქტი მაქვს ხოლმე პარალელურად, და ორშაბათიდან, კვირის ჩათვლით დილის ათიდან ღამის თორმეტამდე ვმუშაობ :/ თუმცა დასვენებაც ჩემზეა ხოლმე და როცა მინდა ვისვენებ კიდეც, ისე რომ დედლაინებს საფრთხე არ დაემუქროს

Flexible workplace

კი ბატონო, შესაბამისი მოწყობილობით შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან მუშაობა საქართველოს (და არა მარტო) ტერიტორიაზე.

მე პირადად Macbook air-ს ვიყენებ, რომელსაც ყველაზე კარგი ელემენტი აქვს სხვა ლეპტოპებს შორის და 7–8 საათი შეუძლია მუშაობა. ინტერნეტს რაც შეეხება, მაგთის 20 გბ-იან პაკეტს ვყიდულობ და ინტერნეტს ვუზიარებ ხოლმე ტელეფონიდან როცა სახლიდან არ ვმუშაობ. Update(10 Oct 2020): მაგთის ყოველკვირეული 5 ლარიანი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი უფრო ოპტიმალური არჩევანია. ავტომატური ჩამოჭრის დაყენებაც შეიძლება

Speaker-იც საკმაოდ მნიშვნელოვანია, კომპიუტერის სპიკერიდან როგორც წესი ცუდად ისმის და ესმით ხოლმე ხმა. პირადად ,ბიუჯეტურ mpow-ის headset-ს ვიყენებ, attached mic-ით, (20 დოლარი ღირს), თავის საქმეს ძალიან კარგად ასრულებს. რამდენიმე კლიენტისგან კომპლიმენტიც მომისმენია ამის თაობაზე.

მოკლედ, ამ Setup-ით თითქმის ნებისმიერი ადგილიდან შემიძლია ხოლმე მუშაობა:

ყველაზე უცნაური სამუშაო ადგილებიდან გამოვარჩევდი:

  • ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვედრილი მანქანიდან მუშაობას, სანამ გამოძახებული პატრული აგვიანებდა მოსვლას
  • იუსტიციის სახლიდან მუშაობას, სანამ ჩემს რიგს ველოდები
  • კვარიათშიც დამეწია საქმე , მაგრამ აქედან მუშაობას უფრო სხვა მუღამი ჰქონდა, ვიდრე სახლიდან მუშაობას :ს

Interesting Jobs

ამ ერთი წლის მანძილზე, დაახლოებით 20-მდე კონტრაქტზე ვიმუშავე და თითოეული თავის მხრივ საინტერესო იყო.

English improvement

როგორც იცით, ინგლისური ძირითადი საკომუნიკაციო ენაა უცხოეთის ბაზარზე. კომუნიკაციას კი დიდი მნიშვნელობა აქვს.

ვცდილობ ხოლმე, რომ შეცდომები არ დავუშვა წერისას, ამისთვის Grammarly ძალიან მადგება კომპიუტერზეც და მობილურზეც. ფასიანი პაკეტიც ვიყიდე, თუმცა განსხვავებას დიდად ვერ ვგრძნობ უფასო ვერსიასა და ფასიან პაკეტს შორის.

მეტყველებას რაც შეეხება , სამწუხაროდ ძალიან ცუდად ვმეტყველებ, თუმცა ინგლისურად ნათქვამიდან კარგად გამომაქვს ხოლმე აზრი და ეს მშველის კომუნიკაციისას :დ

სამსახურიდან წამოსვლასთან ერთად, ინგლისურის კურსებზეც დავიწყე სიარული, ვგრძნობ, რომ თანდათან ვაუმჯობესებ მეტყველებასაც, შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაწილიც გამართლდა swot ანალიზიდან .

More entertainment (მეტი გართობა)

ეს არ გამართლდა :დ

More sleep

ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ეს პუნქტი იყო სვოტ ანალიზიდან, საბედნიეროდ რამდენსაც მინდა და როცა მინდა მაშინ ვიძინებ -_-

თუმცა იშვიათ შემთხვევებში მაინც მიწევს ხოლმე ძალიან გვიანობამდე მუშაობა. განსაკუთრებით მაშინ, როცა კლიენტს ძალიან ეჩქარება ხოლმე, ასეთ დროს თავისი აზარტიც აქვს მუშაობას, როგორც წესი ვეტევი კიდეც დედლაინში .

Weaknesses

Fewer people to interact

სამწუხაროდ ეს Remote work -ის შემადგენელი ნაწილია. შეიძლება დისტანციურად ბევრ ადამიანთან გვქონდეს კონტაქტი, თუმცა ლაივში ინტერაქცია ძირითადად მხოლოდ მეგობრებთან და ნათესავებთან მოგვიწევს ხოლმე.

Less business-oriented environment

როგორც წესი, job-ების უმრავლესობა ისეთია რომ მხოლოდ შენს კონკრეტულ ტასკს ეცნობი და მაგაზე ხარ პასუხისმგებელი.

  • მორჩა Meeting-ები შარვალ-კოსტუმიან ხალხთან
  • მორჩა ოფისი, შეხვედრების ოთახი, პრინტერები, დაფები და ა.შ.
  • მორჩა უფროს- უმცროსობა, Junior — Medior — Senior-ობა
  • შვებულებები და დეიოფებიც აღარ არის.
  • მორჩა საპორტთან რეკვები, ქსელის პრობლემები , დაბლოკილი საიტები :/

მოკლედ რაც ჩვეულებრივ ოფისში მუშაობასთან ასოცირდება ქრება . არ ვიცი კარგია თუ ცუდი.

ქსელის პრობლემები რომ აღარ არის ნამდვილად კარგია (არც დაბლოკილი ვებ-გვერდები).

300–500 Gel for co-working space

ეს სისუსტე მარტივად გადავჭერი :დ სახლიდან ვმუშაობ, 1 წელი გავიდა და ჯერ კიდევ არ მომწყენია.

Update — 13 Sep 2019 — UG Startup Factory -ს სივრცე მხოლოდ 120 ლარი ღირს, მშვენიერი ვარიანტია ჩემი აზრით ვისაც სახლიდან მუშაობა არ მოსწონს მათთვის.

Update — 23 Oct 2019 — როგორც Marita Pilauri-მ მიმითითა, კიდევ ერთი ვარიანტია მედიათეკიდან მუშაობა, რომლის წევრობაც სულ რაღაც 3 თვე / 15 ლარი ღირს . ვაკის პარკსა და კიკვიძის პარკში მდებარეობს.

Unstable

სამწუხაროდ ასე მუშაობა გაცილებით არასტაბილურია ვიდრე ოფისიდან მუშაობა. ერთ-ერთმა კლიენტმა, რომელიც მაგულიანებდა სამსახურიდან წამოსვლაზე და long-term პირობებს , rate-ს გაზრდას და ოქროს კოშკებს მპირდებოდა, ერთ თვეში გამომიცხადა რომ მეორე დღიდან პროექტი აღარ გაგრძელდებოდა :დ

Update — ცხრა თვის მერე შემომეხმიანა ისევ და ვაგრძელებ :დ თუმცა უკვე ვიცი როგორც უნდა ვენდო.

Update 2– 1 კვირაში წავიდა ისევ

მოკლედ, ყველაზე კარგია რომ რამდენიმე part-time პროექტი გქონდეთ, პარალელურად 2–3 , ამ შემთხვევაში დაზღვეული ვიქნებით ყველანაირი არასტაბილურობისგან.

ანგარიშზე რაღაც თანხის დაგროვებაც დაგიცავთ არასტაბილურობის შეგრძნებისგან.

პირად სტატისტიკას რაც შეეხება, ამ 1 წლის მანძილზე, დაახლოებით 4 კვირა იყო ისეთი რომ Job არ მქონდა, დაახლოებით 8 კვირა იყო ისეთი, როცა კვირაში 60 საათზე მეტხანს მიწევდა ხოლმე მუშაობა

Less Bog Team

მოკლედ, მაინც მენატრება ყოფილ კოლეგებთან ერთად მუშაობა, თუმცა იმავე არჩევანის წინაშე რომ ვყოფილიყავი, იმავე გზას ავირჩევდი. მით უმეტეს რომ ბოლო პერიოდში რთული იყო ჩემთვის პარალელურად ოფისში და remote-ად მუშაობა და ეს ხარისხზეც ისახებოდა .

Threats

Losing a touch with reality

არ გამართლდა

Becoming უჟმური

Nah

Not having contracts

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 2კვირა იყო ასეთი. ისიც იმიტომ რომ არ გამიგზავნია ახალ Job-ებზე Proposal-ები .

Update — კიდევ ორი კვირაც დაემატა ამ უმუშევრობის პერიოდს. უფრო იმიტომ რომ ძალიან გადავიღალე და ვდილობ რომ განვიტვირთო . ამ სტატიის დაწერის დროც ამ პერიოდში მაქვს

Covid19 Update — საერთოდ არ შემხებია პანდემიის შედეგები ახალი კონტრაქტების კუთხით

Bad freelance rating

საბედნიეროდ, სწორი კომუნიკაციის შემთხვევაში ძალიან დაბალია ეს შანსი, არც ეს გამართლდა.

Losing sense of humor

ნწ, ისევ კარგი იუმორის გრძნობა მაქვს :3

Failing at getting job done

სამწუხაროდ რამდენიმე შემთხვევა მქონდა რომ ვერ შევძელი საქმის ბოლომდე მიყვანა.

მიზეზი ყოველ ჯერზე ძირითადად ის იყო, რომ თავიდანვე სრულად არ გამოვიკვლიე თუ რა უნდოდა კლიენტს და რას ელოდა ჩემგან. როგორც წესით ასეთ შემთხვევებში, თანხას მთლიანად ვუბრუნებ ხოლმე უკან (თან მწარე გამოცდილებას ვიღებ და მოტივაციაც მაქვს, რომ შემდეგ ჯერზე ასე არ დამემართოს)

და ბოლოს მცირედი სტატისტიკა:

მომიწია d3.js, angular.js, react.js, mapbox, deck.gl, three.js, sass, webpack, java, typescript, wordpress ტექნოლოგიებთან შეხება. ძირითადად რუკებზე მუშაობა მიწევდა

Earnings by job type

ასევე შეხება მქონდა ფინანსურ, სამთავრობო, არასამთავრობო, მედია, უძრავი ქონების , სამედიცინო, იურიდიულ , ინფორმაციულ ტექნოლოგიების სფეროებთან.

მყავდა ამერიკელი, ფრანგი, კანადელი, დიდ ბრიტანელი, ინდოელი, სინგაპურელი , გერმანელი, ავსტრალიელი და შვეიცარიელი კლიენტები.

რაღაცები, რასაც ბანკში მუშაობის პარალელურად ვერ მოვახერხებდი:

  • ახალი პერსონალური ვებ-გვერდის შექმნა — davidb.dev
  • YDKJS წიგნების სერიის გადაკითხვა (დავიწყე, ვერ დავამთავრე ჯერ)
  • webgl and three.js ტექნოლოგიების სწავლის დაწყება
  • მეტი ტექნოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარება
  • ინგლისური ენის კურსების გავლა
  • ნორმალური დოზით ძილი.

კიდევ არის რამდენიმე ფინანსებთან დაკავშირებული საკითხი.

სხვადასხვა დასკვნები:

  • Full time remote-ად მუშაობა სჯობს Part-time რემოუთად +ოფისში მუშაობას
Average payments before and after full time remote
  • ძირითადი შემოსავლის მიღება ამერიკელი კლიენტებისგან შეიძლება
Earnings per country
  • Upwork-დან შეიძლება უფრო დიდი შემოსავლის მღება, ვიდრე სხვა freelance საიტებისგან (Guru, freelancer, pph)
Earnings per platform
  • პროფილის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნების შემთხვევაში , და ე.წ. online presence-ს შემთხვევაში, დაახლოებით 60%-ში შეიძლება რომ კლიენტები თავად შემოგეხმიანონ
Proposal — ნიშნავს რომ შენ თვითონ შეეხმიანე კლიენტს, სხვა შემთხვევაში კი თვითონ შემოგეხმიანა.
  • შესაბამისი კომუნიკაციისა და კარგი პროფილის შემთხვევაში, Job-ების უმრავლესობაში კარგი გამოცდილება გვექნება.
10 ქულა ნიშნავს ძალიან კარგ კლიენტს, 9 საკმაოდ კარგს, 8 არა უშავს — ქვემოთ ცუდს

გეგმები მომავალი წლისთვის:

  • React-ის ცოდნის გაუმჯობესება, Angular-ის ცოდნის გაუმჯობესება, Vue-ს სწავლა იმ დონეზე რომ მარტივი პროექტი გავაკეთო
  • Webgl-ის ცოდნის გაუმჯობესება და მინიმუმ 1 webgl პროექტის აღება
  • ალგორითმების ცოდნის გაუმჯობესება
  • დიზაინერული უნარების გაუმჯობესება
  • სულ მცირე ერთი Fortune 500 კომპანიისგან პროექტის აღება (ერთი შანსი ძალიან სულელურად გავუშვი ხელიდან)
  • პროექტისა და კოდის უკეთ სტრუქტურირების კვლევა ( სხვადასხვა coding style -ების გაცნობა)
  • YDKJS წიგნების სერიის დამთავრება

საკმაოდ ამბიციური გეგმებია, იმედია ნაწილს მაინც შევასრულებ :/

აქვე დავურთავ სხვა სტატიების და ჯგუფის ლინკებს, რომელიც შესაძლოა გამოსადეგი იყოს

დიდი მადლობა დროის დათმობისთვის , იმედი მაქვს საინტერესო წასაკითხი იყო 😊

--

--