ინტერვიუ Remote კლიენტთან — Updated for 2021

David B.
2 min readJan 14, 2020

ამ მოკლე პოსტის მიზანი ის არის რომ ყველანაირი ტექნიკური დაბრკოლება გადავლახოთ, რაც შეიძლება კლიენტთან ონლაინ meeting-ის დროს შეგვექმნას

ყველაზე გავრცელებული პრობლემები, რომელთა გადაჭრაც ადვილად შეგვიძლია:

  • კარგი Video Call პროგრამა კომუნიკაციისთვის
  • დროის შეთანხმება
  • Meeting-ის გადავიწყება

კარგი Video Call პროგრამა

ჩემს შემთხვევაში კლიენტების 50 % -ის არჩევანია Zoom, 30% იყენებს google meet-s, დაახლოებით 10 % იყენებს slack-ს, 5 % skype-ს, დანარჩენი სხვა ალტერნატივებს.

პირადად ამათგან Zoom საუკეთესო ვარიანტი მგონია . ამიტომ ახალ კლიენტებთან ყოველთვის Zoom-ს ვიყენებ ხოლმე.

გადმოწერეთ Zoom

კარგი იქნება თუ დარეგისტრირდებით კიდეც zoom.us საიტზე, რის შემდეგაც საშუალება გექნებათ თვითონ იყოთ ინტერვიუს ჰოსტი zoom-ის ლინკის გაზიარებით

ორი ყველაზე კარგი Feature რაც მომწონს არის

  1. ეკრანის გაზიარება

2. გაზიარებულ ეკრანზე, მონაკვეთის, მაგალითად კოდის Highlight-ი

(ძალიან აადვილებს კომუნიკაციას, აღარ იქნება საჭირო Go to the left, top, no, no, bottom, left e.t.c )

დროის შეთანხმება

იმის გამო რომ სხვადასხვა time zone-ში ხდება ხოლმე დროების შეთანხმება, ამასთან უნდა გაითვალისწინო შესაძლო ხელსაყრელი დროები, საკმაოდ რთულია ხოლმე დამხმარე აპლიკაციის გარეშე ეს ყველაფერი

საბედნიეროდ არსებობს Calendly რომელსაც აქვს free tier.

  • ვქმნით პროფილს
  • ვაკონფიგურებთ ჩვენთვის ხელსაყრელ დროებს
  • ვაკავშირებთ google-ს კალენდართან (რომ ავტომატურად ჩააგდოს ივენთი)
  • ვაკავშირებთ zoom-თან (რომ ამ ივენთის აღწერაში zoom-ის ლინკი იყოს)

Meeting-ის გადავიწყება

რამდენჯერმე მქონია შემთხვევა როცა მე ან კლიენტს დაავიწყდა რომ interview გვქონდა, ან კიდევ დრო გვქონდა არასწორად კონვერტირებული და ავცდით ერთმანეთს.

ეს რომ ავიცილოთ თავიდან, კარგი იქნება თუ google-ს კალენდარს გამოვიყენებთ.

გუგლი თავად ზრუნავს timezone-ს განსხვავებებზე, ჩვენთვის შეხსენებაზე და ა.შ.

არსებობს გუგლის კალენდრის ვიჯეტი , რომელიც ტელეფონზეც შეგვიძლია დავაყენოთ და მობილურიდანაც გვქონდეს access-ის ამ ინფორმაციაზე , მოსახერხებელია საკმაოდ, მობილურზეც მოგვდით notification-ები და აქვე ვნახულობთ კიდეც უახლოეს დაგეგმილ ივენთებს

მადლობა წაკითხვისთვის

--

--