რას გავაკეთებდი პროგრამირების სწავლას ახლა რომ ვიწყებდე?

David B.
3 min readApr 23, 2019

ძალიან ხშირად გვხვდება ხოლმე კითხვები თუ , რა სჯობს რომ ვისწავლო , როგორ დავიწყო, საიდან და ა.შ.

ვეცდები ამ კითხვებს სუბიექტურად, პირადი გამოცდილებიდან ვუპასუხო.

პირველ რიგში დავიწყებდი ინგლისურის დონის ამაღლებას ყველაზე აქტიურად — პირდაპირპროპორციული გავლენა აქვს ანაზღაურებაზე.

პარალელურად, ჩემი ინტერესების მიხედვით:

რას ვისწავლიდი Mobile Development-ში?

Iphone Development — ვისწავლიდი swift-ს და გავაკეთებდი მარტივ პროექტს (ცნობილი პროექტების კლონებს ალბათ).

Android Development — ვისწავლიდი kotlin-ს და და გავაკეთებდი მარტივ პროექტებს (ცნობილი პროექტების კლონებს ალბათ).

Web Development — Front end

html — პირველ რიგში რომ მარტივი სტრუქტურის აწყობა შეძლოთ და ავაწყობდი რაიმე ცნობილი საიტის სტრუქტურას HTML-ში.

Awesome HTML Resources

css — რომ მარტივი სტრუქტურის გასტილვა შეძლოთ. გავსტილავდი ზემოთ აწყობილ საიტს CSS-ით.

Awesome css resources

Javascript — რომ მარტივი დინამიური ელემენტები შეიტანოთ. ამის შემდეგ დავუმატებდი დინამიურ ელემენტებს ამ ზემოთ აწყობილ საიტს.

Awesome javascript resources

შეძენილ ცოდნას გამოვიყენებდი პორტფოლიოს შესაქმნელად. ამისთვის კარგია თუ ისეთ პროექტებზე ვიმუშავებთ, რომლის დიზაინიც უკვე მზად არის

16 ასეთი პროექტის ნახვა ამ ლინკზე შეგიძლიათ

Web Development — Back end

ვისწავლიდი Node.js-ს ის საწყისებს და გავაკეთებდი მარტივ პროექტს

Awesome nodejs resources

ვისწავლიდი C#- ის საწყისებს.

გავარჩევდი ASP.NET Core-ს და გავაკეთებდი მარტივ პროექტებს და თანდათან გადავიდოდი რთულზე.

Awesome dotnet resources

Databases

SQL — რომ მარტივი query-სა და პროცედურების წერა შეძლოთ. პირადად ყველაზე მეტად Oracles PL & Sql language reference გამომადგა თავისი სავარჯიშოებით.

ვიპოვიდი მარტივ პროექტებსა და სავარჯიშოებს ინტერნეტში და გავაკეთებდი.

DB Resources

Data Science

Python — ყველაზე გავრცელებული ენაა data science კატეგორიაში და ასევე საკმაოდ პოპულარული back end ენაა.

Awesome Python Resources

Awesome data science resources

Algorithms

ეს არის აუცილებლად სასწავლი თემა , და ძალიან ვნანობ რომ თავის დროს სათანადო ყურადღება არ მივაქციე.

Algorithm Resources

რას გავაკეთებდი მარტივი საკითხების სწავლის შემდეგ

მას შემდეგ, რაც ასე თუ ისე მექნებოდა რამდენიმე პროექტი გაკეთებული და აზრზე ვიქნებოდი ტექნოლოგიების, ეგრევე დავიწყებდი სტაჟირების ან სამსახურის ძებნას. ეს გაკეთებული პროექტები დამეხმარებოდა გასაუბრებისას.

ბევრი ადამიანი ( მეც ) , თავს იკავებს სტუდენტობის პერიოდში სამსახურის ძებნისგან. რაც ჩემი აზრით შეცდომაა, რადგან სამსახურში გაკეთებული პროექტის გამოცდილება გაცილებით სარგებლიანია ვიდრე უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა.

თუმცა უნივერსიტეტიც არ უნდა დავიწყოთ :ს მანდ მიღებული ცოდნაც და გამოცდილებაც დაგეხმარებათ — ალგორითმები და მათემატიკა განსაკუთრებით და აგრეთვე კურსელები, რომლებიც სავარაუდოდ მომავალში თქვენი კოლეგებიც გახდებიან.

იმის გამო რომ ცოტა გამოცდილება გაქვთ , სავარაუდოდ, თავიდან კარგ ადგილას ვერ მოხვდებით, მაგრამ მთავარი ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი გამოცდილება და ცოდნა მიიღოთ. ამისთვის ეცადეთ რომ თქვენზე ჭკვიან და გამოცდილ ადამიანებთან იყოთ პროექტებში. ეს აუცილებლად განგავითარებთ

ყველაზე მთავარი რასაც ამ ეტაპზე შეიძენთ, არის

  • ცოდნა
  • კომუნიკაციის უნარს (ერთ-ერთი ყველაზე მთავარი)
  • პასუხისმგებლობა
  • დაგუგვლის და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარს
  • მეგობრებს
  • ახალ სირთულეებს
  • სტრესულ სიტუაციების გამკლავების უნარს

ამ ეტაპიდან უკვე შეგეძლებათ რომ ზოგადი წარმოდგენა გქონდეთ ტექნოლოგიებზე და იმის ნაცვლად რომ სხვას ეკითხებოდეთ, თავად გქონდეთ იმის უნარი, რომ რაიმე მოიძიოთ

რას გავაკეთებდი სამსახურის და უნივერსიტეტის პარალელურად

ვეცდებოდი აქტიური ვყოფილიყავი იმ ტექნოლოგიების გარშემო რომელიც მეც მაინტერესებს.

აქტიურობა მოიცავს — ჰაკათონებში და მითაფებში მონაწილეობას, ლოკალურ ჯგუფებში აქტიურ დისკუსიას. გლობალური community-სთვის თვალყურის მიდევნებას (ტექნოლოგიის კონტრიბუტორებისთვის მისდევას (და-follow-ება) twitter-ზე) და სიახლეების გაცნობას. Stackoverflow-ზე რელევანტურ კითხვებზე პასუხების გაცემას და ა.შ.

რას გავაკეთებდი Medium Level-ის მიღწევის მერე

გვინდა თუ არ გვინდა, საქართველო მესამე დონის ანუ განვითარებადი ქვეყანაა.

ეს ნიშნავს რომ საქართველოში უცხოურ ბაზართან შედარებით ფასებიც დაბალია და ანაზღაურებაც. ჩვენს ბაზარზე, Medium level პროგრამისტის ანაზღაურება 2000–4000 ლარის ფარგლებში მერყეობს.

მაშინ როცა ამერიკის ბაზარზე ის 22000 -23000 ლარია თვეში, ხოლო ევროპის ბაზარზე კი 13–15 000 ლარი.

პროგრამირება კი ისეთი სფეროა რომ remote-ადაც შესაძლებელია მუშაობა. უცხოელ დამსაქმებლებს ურჩევნიათ რომ უფრო კვალიფიციური ადამიანები დაიქირავონ remote–ად და ნაკლები გადაუხადონ, ვიდრე ადგილობრივი ნაკლებკვალიფიციურები და მეტის გადახდა მოუწიოთ.

ამ სიტუაციამ გააჩინა ბევრი remote work-ის შესაძლებლობა

მთავარია, რომ

  • იცოდე ინგლისური
  • იყო შენი საქმის პროფესიონალი
  • გქონდეს კარგი კომუნიკაციის უნარი

ამ სამი პირობის გათვალისწინებით შესაძლებელია რომ outsource-ინგის მეშვეობით ვიმუშაოთ უცხოელ კლიენტებზე და მივიღოთ მეტი ანაზღაურება ვიდრე საქართველოში. 5–10 000 ლარის შუალედში . (mid level-ის შემთხვევაში).

საქართველოში უკვე ბევრი ასეთი კომპანია გამოჩნდა . გარდა ამისა არის სხვა ბევრი online remote work-ის შესაძლებლობა (Stackoverflow Jobs, Github Jobs, TopTal, Upwork e.t.c. — ამ თემაზე დისკუსიისთვის შემოგვიერთდით ფეისბუქის ჯგუფში)

პ.ს. ეს ყველაფერი არის სუბიექტური მოსაზრება და ყველაფერს რომ თავიდან ვიწყებდე ალბათ ასე მოვიქცეოდი.

შემდეგ რას ვიზამდი ?

¯\_(ツ)_/¯

  • ახალ ტექნოლოგიებს ვისწავლიდი
  • ვეცდებოდი Key Framework-ები გამერჩია და კონტრიბუტორი გამხდარიყავი Github-ზე

ჯერჯერობით სხვა იდეები არ მომდის …

თქვენ როგორ მოიქცეოდით ახლა რომ იწყებდეთ პროგრამირების სწავლას?

--

--