როგორ ავტვირთოთ საკუთარი street view

David B.
5 min readJul 21, 2023

პირველ რიგში ვინც დაინტერესებული ხართ საქართველოში street view-ს განვითარებით და უფრო დიდი ტერიტორიის მოცვით, შემოგვიერთდით ჯგუფში

Street View in Georgia — Facebook Group

რა არის street view?

უხეშად, Street View არის 3დ ფოტოები, რომელშიც ისრით და მაუსით შეგვიძლია “ვისეირნოთ ” და ყველა მიმართულებით გავიხედოთ.

საქართველოში არსებული Street view-ს სანახავად:

  1. შევდივართ http://maps.google.com/-ზე
  2. გადავატარებთ მაუსს მარცხენა ქვედა კუთხეში არსებულ Layers-ს

3. ვაკლიკებთ More-ს

4. ვაკლიკებთ street view-ს

ამის შემდეგ უკვე რუკაზე უკვე გამოჩნდება ლურჯი ხაზები, რომელზე დაკლიკების შემთხვევაში ამოვა 3დ ფოტოები

დაახლოებით 2 წელია , 2021 წლიდან ხშირად ვამატებ ქუჩის ხედის ახალ 3D ფოტოებს გუგლის რუკაზე. 2023 წლის ივლისის მდგომარეობით ქვედა ფოტოზე მოცემული სიტუაციაა საქართველოში (მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ვიდრე 2 წლის წინ). ჩემი დაკვირვებით ძირითადად 4 კონტრიბუტორის აქტიურობა ჩანს

  1. Mykola Omelchenk — ბათუმი, თუშეთი, ღირსშესანიშნაობები
  2. Vasyl Haievyi — იმერეთის ნაწილი და რაჭა , სვანეთის ნაწილი
  3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო — კასპი და მიდამოები, თბილისის ცენტრი (და სავარაუდოდ უფრო მეტი დაემატება)
  4. ჩემი —გზები: სამეგრელო, სვანეთის ნაწილი, კახეთი, გურია, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი

იუთუბის ამ არხზე შეგიძლიათ ნახოს შესაბამისი მოგზაურობის ვიდეოები

ამ სტატიაში მიმოვიხილავთ როგორ არის შესაძლებელი საკუთარი ქუჩის ხედის ატვირთვა გუგლის რუკაზე

Street view

საჭირო ნაბიჯები:

  • ტექნიკის & აქსესუარების შეძენა & გადასაღებად მომზადება
  • გადაღება
  • გადაღებული ჩანაწერის ასატვირთად მომზადება
  • ატვირთვა
  • ლოდინი

ტექნიკის და აქსესუარების შეძენა & გადასაღებად მომზადება

გვჭირდება:

  1. 360 კამერა
  2. ინვენტარი რომლითაც მანქანაზე & ჩაფხუტზე ან სხვაგან დავამაგრებთ კამერას

360 კამერა

360 კამერების მრავალნაირი ვარიანტია და თითქმის ყველას ჩანაწერის ატვირთვა შეიძლება. თუმცა ჩვენ ძირითადად სამს განვიხილავთ:

Insta 360 x2 ( რთული workflow)

GoPro Max — (საშუალო workflow)

Labpano pilot one ee ( მარტივი workflow).

გარდა ამ სამი კამერისა, კიდევ ბევრი კამერა არსებობს, თუმცა ჩემი აზრით ყველაზე ოპტიმიზირებული street view-სთვის labpano pilot one ee-ა.

ამ დოკუმენტში შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე კამერის ქუჩის ხედის მაგალითები რომელიც პირადად ამოვკრიბე

ინვენტარი

მე პირადად მხოლოდ ერთ მაგნიტს ვიყენებ, რომელიც მანქანის თავზეა მიწებებული და შემდეგ ამ მაგნიტზეა კამერა დამაგრებული (1/4-იანი ზომის ფოტოაპარატის სამაგრით მყარად დამაგრებული). უფრო მეტი სიმყარისთვის სამ მაგნიტიანი ვერსიის შეძენაც შეიძლება, თუმცა თუ Hard-Core offroad-ს არ აპირებთ, ერთ მაგნიტიანი ვერსია მშვენივრად მუშაობს

გადაღება

გადაღებისთვის ოპტიმალური ვარიანტია 7 FPS -თან მიახლოებული ვიდეო რაც შეიძლება დიდი რეზოლუციით.

Labpano კამერა:

ვირჩევთ street view mode-ს და ვრთავთ კამერას. ყველაფერი მზად არის

GoPro max კამერა

ვიწყებთ 360 ვიდეოს გადაღებას, gps ჩართული გვაქვს

Insta 360 კამერა:

Insta 360 X2-ს მინიმალური 24 FPS აქვს და 5.7 K გადართოება, შესაბამისად ეს უნდა ავირჩიოთ (Insta-ს შემთხვევაში HDR mode-საც ვრთავ)

Street View-ს სჭირდება რომ GPS კოორდინატები იყოს ვიდეოში. Insta 360 x2-სთვის საჭიროა რომ ტელეფონიდან ჩავრთოთ ვიდეო გადაღება და აპლიკაციაში გვქონდეს მითითებული რომ ტელეფონიდან აიღოს GPS მონაცემები.

მოკლედ ვრთავთ დამაგრებულ კამერას და ვიწყებთ მოძრაობას მანქანით (ან სნოუბორდით ან ველოსიპედით)

გადაღებული ჩანაწერის ასატვირთად მომზადება

Labpano კამერა:

უკვე მზად არის

GoPro max კამერა

გვჭირდება mac-ის ლეპტოპი რომ ექსპორტი გავაკეთოთ gps მონაცემებით. ამბობენ რომ ვინდოუსზე მალე დაამატებენ ამ gps-ით ექსპორტს

Insta 360 კამერა:

როგორც ვიცით 360 კამერა 2-ი ან ორზე მეტი ლინზით იღებს ვიდეოს და შემდეგ აწებებს ერთმანეთზე. ამ პროცესს stitching ჰქვია.

Insta 360-ის შემთხვევაში ეს Manual პროცესია და insta 360-ის დესკტოპ აპლიკაციაში ხდება (ტელეფონში მხოლოდ 4K გაფართოება შეუძლია, კომპიუტერში მაქს. 5.7 K)

იმისთვის რომ Street view-ზე ავტვირთოთ გუგლს სჭირდება ვიდეო GPS კოორდინატებით. თუმცა Insta 360 Stitching-ის პროცესში კარგავს ამ კოორდინატებს და საბოლოოდ ვიდეოში ეს ინფორმაცია აღარ დევს.

იმისთვის რომ GPS ინფორმაცია ამოვაექსტრაქტოთ ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ INSV2GPX ხელსაწყო (მაკზეც და ვინდოუსზეც ხელმისაწვდომია ). მოკლედ ამ აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ, INSV2GPX.exe-ზე .insv ფაილის drag & drop-ით GPX ფაილი დაგენერირდება

ატვირთვა

Labpano კამერა:

Labpano-ს კამერიდანვე შეუძლია რომ ატვირთოს, თუმცა მე ვიწერ ხოლმე კომპიუტერში და Street view-ის საიტიდან ვტვირთავ

https://streetviewstudio.maps.google.com/

GoPro max კამერა

დაექსპორტებული ფაილი პირდაპირ შეგვიძლია ავტვირთოთ streetviewstudio-ში

https://streetviewstudio.maps.google.com/

Insta 360 კამერა:

Insta-ს შემთხვევაში საჭიროა რომ ვიდეოსთან ერთად GPX ფაილიც აიტვირთოს , რომელიც დამატებითი მენიუს ღილაკის დაჭერის შემდეგ შეიძლება ავტვირთოთ

ლოდინი

Labpano კამერა:

საშუალოდ გვიწევს დაახლოებით 2–3 დღე ლოდინი, სანამ ჩვენი street view გამოჩნდება რუკაზე (ან დაფეილდება)

GoPro max კამერა

3–7 დღე ლოდინი

Insta 360 x2

საშუალოდ დაახლოებით გვიწევს 1 კვირა — 2 თვე ლოდინი სანამ ჩვენი Street view გამოჩნდება რუკაზე (ან დაფეილდება)

სულ ეს არის ატვირთვის პროცესი, რომელიც სამწუხაროდ არსად არ არის კარგად დოკუმენტირებული და რამდენიმე თვის განმავლობაში მიწევდა რომ გამომეკვლია ეს ინფორმაცია.

კიდევ ერთი რასაც რეკომენდაციას გავუწევ, არის ის რომ პოსტერად (ქვედა ფოტოდ) დინამიური QR code დაამატოთ, რომელსაც (bit.ly ან რამე სხვა ლინკი ექნება მითითებული), რათა საშუალება გქონდეთ რომ მომავალში ცვალოთ კონტენტი რომელიც რუკის მნახველს დასკანერების შემდეგ გამოუჩნდება

მე პირადად ვაპირებ რომ პოსტერად ქვემოთ არსებულის მსგავსი საინტერესო ფოტო QR code-ები მქონდეს (რეკომენდაცია მეკო-ს ვისაც მსგავსის გაკეთება გაინტერესებთ)

p.s.

Labpano კამერის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია Mapillary-ზე ატვირთვაც, რომელიც street view-ს crowdsourcing პლატფორმაა და გარდა 3დ ფოტოებისა, ასევე 3დ მოდელების დაგენერირებასაც ცდილობს, რომელიც პოტენციურად წინა პირობაა იმის რომ ერთ დღეს ქართული ქალაქები 3დ მოდელებად იყოს ხელმისაწვდომი (და უმძღოლო მანქანებმაც შეძლონ სიარული), ასე რომ ვინც street view-ზე ტვირთავთ, გირჩევთ რომ აქაც ატვირთოთ

p.p.s

ჩემი ამოკრებილი, სხვადასხვა კამერების StreetView მაგალითები , კამერის მოდელებით და ფასებით

Ricoh Theta v — 4k — 500$

Insta 360 one x2–5.7k — 400$

Insta 360 one x3–5.7k — 500$

Insta 360 one RS 1” — 6k — 700$

Ricoh Theta z1–8k — 800$

Insta 360 Pro 2–8k — 4 k$

Labpano Pilot Era — 8k — 2 k$

Labpano Pilot one EE — 8k — 1.3 k$

Insta 360 Titan — 11k — 8k$

--

--