როგორ უნდა მოვიქცეთ გაუჩინარებული პიროვნების ძებნის დროს

David B.
Jun 16, 2023

როგორც წესი, ასეთ დროს ყველაზე მეტად ხელისშემშლელია არაორგანიზებულობა. მიუხედავად იმისა რომ ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება, ერთსა და იმავე ადგილს ბევრი ადამიანი რამდენჯერმე ნახულობს, რაც გარდა იმისა რომ არ არის შედეგიანი, შეიძლება ხელის შემშლელიც იყოს.

როგორ უნდა მოვიქცეთ როცა ვეძებთ გაუჩინარებულ ადამიანს?

ნაბიჯი 1.

ვაკეთებთ საერთო ჩათს Whatsapp-ში (Viber-ში ან ტელეგრამში) და ვაზიარებთ ყველგან სადაც შეგვიძლია

ნაბიჯი 2.

• ვქმნით google map-ს სადაც დავიტანთ ლოკაციებს და ვპინავთ წინა ნაბიჯში შექმნილ ჩათში

  • ვამატებთ იმ ლოკაციებს სადაც უკვე დაძებნილია (ვკრებთ ჩათიდან იმ ადგილებს, რის შესახებაც ხალხი წერს რომ უკვე იყვნენ)

საბოლოოდ გვექნება ისეთი სახის რუკა რომელიც გაადვილებს იმ ადგილების იდენტიფიცირებას სადაც საჭიროა რომ ძებნის არეალი გაფართოვდეს და უფრო მალე მივიღოთ შედეგი

სულ ესაა

--

--